ავტორიზაცია

სლუცკი: "დიახ, რუბინს სხვა ლეგიონერებიც დატოვებენ"

სლუცკი: "დიახ, რუბინს სხვა ლეგიონერებიც დატოვებენ"
თარიღი 13 მარ 2022, 19:29

ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. რუსი დამრიგებელი "თათრებიდან" ლეგიონერების წასვლას ვარაუდობს:

"ჩემი პროგნოზით, ყველაფერი მხოლოდ ჰაქსაბანოვიჩისა და დრეიერის წასვლით არ შემოიფარგლება. ჩვენ ერთმანეთს ვუკავშირდებით, გვესმის რუბინში არსებული სიტუაცია.

დეტალებს ამ დროისთვის არ გავასაჯაროვებთ. როცა გარკვეული ინფორმაცია იქნება, ოფიციალური, გამოვაცხადებთ. ეს ახალი რეალობაა და არა მხოლოდ ჩვენ ვდგავართ ამის წინაშე.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს გარემოება გავლენას მოახდენს ან უკვე შეეხო რუსეთის ჩემპიონატის თითქმის ყველა კლუბს", - განაცხადა "წითელ-მწვანეების" თავკაცმა.