ავტორიზაცია

გრანდი, რომელსაც კოუტინიოს შეძენა უნდა და იმედი აქვს, რომ ასტონ ვილა მის კონტრაქტს ვერ შეისყიდის

გრანდი, რომელსაც კოუტინიოს შეძენა უნდა და იმედი აქვს, რომ ასტონ ვილა მის კონტრაქტს ვერ შეისყიდის
თარიღი 14 მარ 2022, 14:04

"არსენალი" "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი შემტევი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს ყიდვით ინტერესდება, რომელიც ამჟამად "ასტონ ვილაში" ირიცხება იჯარით.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, ლონდონური კლუბი ბრაზილიელის გარემოცვას უკვე დაუკავშირდა.

მოგეხსენებათ, "ასტონ ვილას" 29 წლის სამხრეთამერიკელის შესყიდვა 40 მილიონ ევროდ შეუძლია, მაგრამ "არსენალს" იმედი აქვს, რომ ბირმინგემელები ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებენ.

"ვილას" მთავარ მწვრთნელს, სტკვენ ჯერარდს სურს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბმა კოუტინიო შეისყიდოს. ხელმძღვანელობა ამის შესაძლებლობას განიხილავს.

თუ ბირმინგემელები ფილიპეს ვერ შეისყიდიან, ბრძოლაში "არსენალი" ჩაერთვება. "მეთოფეები" მზად არიან "ბარსას" მოთხოვნილი თანხა გადაუხადონ, თავად კოუტინიოს კი გრძელვადიანი კონტრაქტი შესთავაზონ და იმხელა ხელფასი უხადონ, რამდენსაც კატალონიურ გრანდში გამოიმუშავებს.

გარდა ამისა, "ბლაუგრანაში" "ტოტენჰემისა" და "ვესტ ჰემის" გააქტიურებასაც არ გამორიცხავენ, რომლებიც ბრაზილიელის გადაბირებით ზამთარში ინტერესდებოდნენ.

"ასტონ ვილაში" გადაბარგების შემდეგ, კოუტინიომ პრემიერ ლიგაში უკვე 9 მატჩის ჩატარება მოასწრო, 4 გოლი გაიტანა და და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.