ავტორიზაცია

სუნთქვა უჭირდა - როგორია ანანიძის მდგომარეობა საბურთალოსთან მატჩის შემდეგ?

სუნთქვა უჭირდა - როგორია ანანიძის მდგომარეობა საბურთალოსთან მატჩის შემდეგ?
თარიღი 14 მარ 2022, 14:38

ეროვნული ლიგის მე-4 ტურში ბათუმის დინამოსა და საბურთალოს მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, კვლავ შეძლო ოფიციალურ მატჩში სასტარტო შემადგენლობიდან თამაში ბათუმის დინამოს ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ, რომელიც იძულებით 24-ე წუთზე შეცვალეს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ტრავმა არანაირ საქმესთან არ გვაქვს. ფეხბურთელს სუნთქვასთან დაკავშირებით გაუჩნდა პრობლემები, გულისცემის გამო, თუმცა ყველაფერი რიგზეა და ფეხბურთელი შემდეგი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.

ჯანო ანანიძე ბათუმის დინამოს 2022 წლის იანვარში შეუერთდა და კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.