უშედეგო მატჩის მიუხედავად, ბორდოსთან მატჩისთვის ლეო მესიმ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო

„პსჟ-ს“ ფორვარდი ლეო მესი, რომელსაც ლიგა 1-ს გუშინდელ მატჩში საკუთარი გუნდის ქომაგებმა დაუსტვინეს, „ბორდოსთან“ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაში მესის არც გოლი და არც ასისტი არ გაუფორმებია, მან L’Equipe-სგან მბაპესთან და კეილორ ნავასთან ერთად 10-ბალიანი სისტემით 7 ქულა აიღო, რაც საუკეთესო შედეგია.
ყველაზე დაბალი შედეგი (5) პარიზელთა რიგებში მცველებმა, მარკინიოსმა და ნუნო მენდეშმა მიიღეს, „ბორდოს“ ფეხბურთელების შეფასება კი 2-დან 4-მდე მერყეობს.
ამ შეხვედრაში, რომელიც „პსჟ-მ“ 3:0 მოიგო, გოლები მბაპემ, ნეიმარმა და პარედესმა გაიტანეს.