კიელინი: "რონალდუ და მესი უცხოპლანეტელები არიან"

„იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ თანამედროვეობის ორი საუკეთესო ფეხბურთელი გამოარჩია.
„კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი - ამ სამყაროდან არ არიან, ისინი სხვა პლანეტიდან არიან მოსულები. კრიშტიანუს გვერდით „იუვენტუსში“ სამი წელი ვითამაშე. მისი ყოველდღე ხილვით, გარკვეული საიდუმლოებების ამოხსნას იწყებ.
ის ყოველდღე შრომობს, რათა თავის მიზნებს მიაღწიოს, მუდმივად ისახავს გარკვეულ ამოცანებს. მნიშვნელოვან მომენტებში, როცა ის განსაკუთრებით გჭირდება - ის გვერდში გყავს.
თუმცა, ბოლოს და ბოლოს რონალდუ უბრალოდ ერთი ფეხბურთელია. თუ ის მოხვდება გუნში, რომელიც გვერდში დაუგდება და მეტოქეზე უკეთაც ითამაშებს - შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, კრიშტიანუ გოლებს გაიტანს.“ - აღნიშნა იტალიელმა მცველმა.