პოჩეტინო: "მესის და ნეიმარის მიმართ ასეთი დამოკიდებულება - უსამართლობაა"

„პსჟ-ს“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, გულშემატკივრების მხრიდან ნეიმარისა და ლეო მესის მიმართ სტვენაზე ისაუბრა.
„ჩემთვის ეს უსამართლობაა. ჩვენ ყველამ დავიმსახურეთ გულშემატკივართა ბრაზი და არამხოლოდ მესიმ და ნეიმარმა.
ჩვენ გუნდი ვართ, ისინი კი - პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები. ამიტომ, პატივისცემას იმსახურებენ. ასეთი დამოკიდებულება ჩვენს გუნდს ვნებს. რცა ვმარცხდებით ან ვიგებთ, ეს ყველაფერი გუნდურად ხდება.
არავის არ მოსწონს ეს კონტექსტი, მე ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩი. ყველა იმედგაცრუებულია, ვისაც „პსჟ“ უყვარს. თუმცა, მე დღეს გადატანილი ამბებიც მტკივა. ყველანი დავზარალდით, ვხვდებით იმედგაცრუებას და მწუხარებას. თუმცა, ყველაფერი ერთად უნდა გამოვიაროთ, როგორც ერთმა გუნდმა. გულშემატკივართა უკმაყოფილებას ვიზიარებთ.“ - ციტირებს პოჩეს სიტყვებს Le10Sport.