"სისულელეა", - ანჩელოტი 10 საუკეთესო მეკარის რეიტინგზე, რომელიც FourFourTwo-მ შეადგინა
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მადრიდელთა კარის დარაჯს, ტიბო კურტუას მსოფლიოს საუკეთესო მეკარე უწოდა.
იტალიელმა სპეციალისტმა ჟურნალ FourFourTwo-ს მიერ შედგენილი უძლიერესი კიპერების ათეულში ბელგიელის ვერმოხვედრაზე გააკეთა კომენტარი.
ექსპერტებმა თავიანთი რეიტინგის მორიგ ვერსიაში შემდეგი გოლკიპერები შეიყვანეს: ედუარ მენდი ("ჩელსი"), დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), მანუელ ნოიერი ("ბაიერნი"), ედერსონი ("მანჩესტერ სიტი"), ალისონი ("ლივერპული"), აარონ რამსდეილი ("არსენალი"), ჟოზე სა ("ვულვერჰემპტონი"), უნაი სიმონი ("ბილბაო"), იასინ ბონო ("სევილია") და იან ობლაკი ("ატლეტიკო").
"სისულელეა. არ მთხოვოთ იმის თქმა, თუ რას ვფიქრობთ კურტუას შესახებ".
"მას მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ვთვლი, მაგრამ სუბიექტური ვარ. ჩემთვის კარვახალი და მენდიც საუკეთესოები არიან თავიანთ პოზიციებზე".
"ჟურნალისტებო, თუ კურტუაზე ასე ფიქრობთ, ჯობია თქვენი ლიცენზია უკან ჩააბაროთ", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca.