ავტორიზაცია

ანჩელოტი: "კურტუა კასილასის, ჩეხის და ნოიერის დონეზე არის"

ანჩელოტი: "კურტუა კასილასის, ჩეხის და ნოიერის დონეზე არის"
თარიღი 02 დეკ 2021, 10:24

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ბილბაოს "ატლეტიკთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, თავისი გუნდის შესახებ განცხადება გააკეთა:

"ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშეთ, რომელიც ინტენსიურად მოქმედებდა და ამასთან ერთად, ჩვენზე ორი დღით მეტი დაისვენა. ამავე დროს, გასვლაზე მათ წაგება ჯერ არ ჰქონიათ.

ბოლო 20 წუთი გაგვიჭირდა. ხანდახან გუნდები თმობენ, თუ ისინი მარცხდებიან, მაგრამ რეალი ასეთი არ არის. მატჩის ფინალური პერიოდი უფრო მომეწონა, ვიდრე პირველი ტაიმი.

პირველი ტაიმი ამხანაგური მატჩის ნაწილს ჰგავდა, სიმკვეთრის გარეშე ვიმოქმედეთ. დაღლილები ვიყავით და ეს უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი მატჩისთვის მომზადებისას.

მოკლე დროში სამი თამაში გვაქვს ჩასატარებელი, მაგრამ კარგ ფორმაში ვართ, ყველაფრით კმაყოფილი ვარ. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. კურტუა წარმოუდგენელ სეივებს აკეთებს, ჩვენ სიამოვნებით ვმუშაობთ მასთან.

მე მქონდა შანსი მემუშავა შესანიშნავ მეკარეებთან: ჩეხთან, ნოიერთან, კასილასთან, დიეგო ლოპესთან... კურტუა ერთ-ერთი საუკეთესოა", - განაცხადა ანჩელოტიმ.