ავტორიზაცია

"ვიცი, რომ უცნაურად ჟღერს, მაგრამ პინგვინის ყიდვა მინდოდა", - ვარდი, რომელსაც 4 ძაღლი და 11 წიწილა ჰყავს

"ვიცი, რომ უცნაურად ჟღერს, მაგრამ პინგვინის ყიდვა მინდოდა", - ვარდი, რომელსაც 4 ძაღლი და 11 წიწილა ჰყავს
თარიღი 14 მარ 2022, 22:59

"ლესტერის" თავდამსხმელი, ჯეიმი ვარდი პინგვინის ყიდვას აპირებდა.

"ვიცი, რომ ეს ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ ჩემი ბაღისთვის ერთი პინგვინის შეძენას ვაპირებდი და მათ შესახებ ინფორმაციის შესწავლით ვიყავი დაკავებული".

"ისეთი საყვარლები არიან, თუმცა არ მიყიდია".

"სამაგიეროდ, როგორც ძიების პროცესში გავიგე, ლეგალურად ჟირაფისა და ყველა სხვა ეგზოტიკური ცხოველის შეძენაა შესაძლებელი", - ციტირებს ვარდის სიტყვებს The Sun-ი.

აღსანიშნავია, რომ 35 წლის ინგლისელ ფორვარდს 4 ძაღლი და 11 წიწილა ჰყავს.