ავტორიზაცია

უახლესი ინფორმაცია — დაბრუნდება თუ არა მესი სეზონის დასრულების შემდეგ ბარსელონაში?

უახლესი ინფორმაცია — დაბრუნდება თუ არა მესი სეზონის დასრულების შემდეგ ბარსელონაში?
თარიღი 15 მარ 2022, 00:10

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ლიონელ მესი "ბარსელონაში" ჯერ არ დაბრუნდება, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი.

როგორც აღინიშნება, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არგენტინელის მამა "ბლაუგრანას" დაუკავშირდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მესის ოჯახსა და კატალონიელთა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას შორის 8 აგვისტოს შემდეგ არანაირი კონტაქტი არ ყოფილა.

მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიდან "პსჟ"-ს გავარდნისა, მესი წასვლას არ აპირებს და ორწლიანი კონტრაქტის ამოწურვამდე საფრანგეთის დედაქალაქში დარჩენა სურს.

ლიონელსა და "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ურთიერთობა გაუცივდათ, ერთმანეთთან აგვისტოს შემდეგ არ უსაუბრიათ.

თუმცა, მესი კლუბის მიმართ ძალიან თბილია და კატალონიას ხშირად სტუმრობს, სადაც ცხოვრებას აპირებს, როცა კარიერას დაასრულებს.

ნულოვანია შანსები იმისა, რომ 34 წლის სუპერვარსკვლავი ზაფხულში "ბარსელონაში" დაბრუნდება, ყოველ შემთხვევაში, ფეხბურთელის რანგში.