"ბორდალასი მამარდაშვილს კვლავ ენდო, მეკარემ მწვრთნელს კი ბრწყინვალე თამაშით უპასუხა", - Marca
გავლენიანმა Marca-მ "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. ესპანურმა გამოცემამ ახალგაზრდა ქართველი გოლკიპერის პროგრესი გამოარჩია.
"სიმართლე ისაა, რომ მამარდაშვილის მიერ სექტემბერსა და მარტში ნაჩვენებ თამაშს შორის დიდი განსხვავებაა. ეს ნდობის დამსახურებაა. მან იცის, სად იმყოფება და ხვდება, თუ რას აძლევს ვალენსიას.
ბორდალასს გიორგის მიმართ რწმენა დაუბრუნდა და მან ამ ყველაფერს გასულ თვეში ნაჩვენები ბრწყინვალე ასპარეზობით უპასუხა, მაგრამ გუნდის მწვრთნელისთვის გამოცდილება მნიშვნელოვანია.
ამ მხრივ, სილესენზე წინ არავინ დგას. მიუხედავად ამისა, ქართველი მეკარის კარგი თამაში დებატების გაჩენის საფუძველს ნამდვილად იძლევა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჰორიზონტზე კოპა დელ რეის თასის ფინალი მოჩანს", - წერს Marca.