"მამარდაშვილი ვალენსიას დაუბრუნდა და ეს გუნდში მთავარი სიახლეა", - ესპანური პრესა
Eldesmarque-მ "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა გოლკიპერმა "გრანადასთან" შეხვედრა მაღალი სიცხის გამო გამოტოვა.
"გრანადასთან შეხვედრის შემდგომ აღდგენით სესიებზე მამარდაშვილის გამოჩენა ვალენსიას მთავარი ახალი ამბავი იყო. მან იცის, რომ ის ახლა მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა.
გიორგის თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა სურს. მან ბორდალასის ნდობა დაიბრუნა და დაკისრებულ მოვალეობას ის თავს მშვენივრად ართმევს.
ქართველი მეკარე "ღამურებს" ხომ კოპა დელ რეის ფინალში გასვლაში დაეხმარა", - წერს ესპანური გამოცემა "მურსელაგოსის" ახალგაზრდა კარის დარაჯის შესახებ.