უდიდესი აღიარება — მამარდაშვილი კოპა დელ რეის კვირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს!
"ვალენსიას" ქართველი გოლკიპერის, გიორგი მამარდაშვილის უდიდესი აღიარება კოპა დელ რეიზე.
ესპანეთის თასის საპასუხო 1/2 ფინალური მატჩები 3-4 მარტს გაიმართა, "ღამურებმა" "მესტალიაზე" "ბილბაო" (1:0, პირველი მატჩი - 1:1) დაამარცხეს, ხოლო "ბეტისი" "ბენიტო ვილამარინზე" "რაიოს" (1:1, პირველი მატჩი - 2:1) დაუზავდა.
აღსანიშნავია, რომ "ვალენსიას" კარს უმნიშვნელოვანეს მატჩში გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია.
სტატისტიკურმა ცენტრმა Sofascore-მა 21 წლის ქართველს 7.1 შეფასება დაუწერა, რაც "ღამურების" შემადგენლობიდან ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.
ესპანეთის თასის კვირის სიმბოლური გუნდი:
გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია"), იუსუფ საბალი ("ბეტისი"), მუქტარ დიახაბი ("ვალენსია"), ინიგო მარტინესი ("ბილბაო"), ალექს მორენო, გვიდო როდრიგესი, ვილიამ კარვალიო (სამივე - "ბეტისი"), გონსალო გედეში, კარლოს სოლერი (ორივე - "ვალენსია"), ნაბილ ფეკირი, ბორხა იგლესიასი (ორივე - "ბეტისი").
ცნობისთვის, "ვალენსიასა" და "ბეტისს" შორის კოპა დელ რეის ფინალური დაპირისპირება 23 აპრილს, სევილიაში გაიმართება.