ავტორიზაცია

VIDEO: "მამარდაშვილიიიიი" - როგორ უმღერიან ვალენსიას ქუჩებში ქართველ მეკარეს

თარიღი 03 მარ 2022, 12:32

ესპანური კოპა დელ რეის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ვალენსიამ საკუთარ მოედანზე ბილბაოს ატლეტიკი მიიღო და 1-0 დაამარცხა.

მასპინძელთა კარს მნიშვნელოვან მატჩში გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია.

სოციალურ ქსელში Geo Team ავრცელებს ვიდეოს, სადაც მესტალიასთან შეკრებილი ესპანელი გულშემატკივრები 21 წლის ქართველ მეკარეს უმღერიან.

ესპანეთის თასის ფინალი 23 აპრილს სევილიაში გაიმართება. ვალენსიას მეტოქე ბეტისსა და რაიო ვალეკანოს შორის გამარჯვებული იქნება.

გიორგი მამარდაშვილი 2021 წლის ზაფხულში ვალენსიამ დინამო თბილისისგან იჯარით წაიყვანა, დეკემბერში კი 1 მილიონ ევროდ გამოისყიდა.