ავტორიზაცია

საუკეთესო! რა შეფასება მიიღო გიორგი მამარდაშვილმა ბილბაოსთან მატჩში?

საუკეთესო! რა შეფასება მიიღო გიორგი მამარდაშვილმა ბილბაოსთან მატჩში?
თარიღი 03 მარ 2022, 03:13

ესპანური კოპა დელ რეის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ვალენსიამ საკუთარ მოედანზე ბილბაოს ატლეტიკი მიიღო და 1-0 დაამარცხა.

მასპინძელთა კარს მნიშვნელოვან მატჩში გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია.

სტატისტიკურმა ცენტრმა Sofascore-მ 21 წლის მეკარეს 7.1 შეფასება დაუწერა, რაც "ღამურების" შემადგენლობიდან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაა.

ესპანეთის თასის ფინალი 23 აპრილს სევილიაში გაიმართება. ვალენსიას მეტოქე ბეტისსა და რაიო ვალეკანოს შორის გამარჯვებული იქნება.

გიორგი მამარდაშვილი 2021 წლის ზაფხულში ვალენსიამ დინამო თბილისისგან იჯარით წაიყვანა, დეკემბერში კი 1 მილიონ ევროდ გამოისყიდა.