ავტორიზაცია

VIDEO: გიორგი მამარდაშვილის ყველა მომენტი ბილბაოს ატლეტიკის წინააღმდეგ

თარიღი 03 მარ 2022, 13:28

ესპანური კოპა დელ რეის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ვალენსიამ საკუთარ მოედანზე ბილბაოს ატლეტიკი მიიღო და 1-0 დაამარცხა.

მასპინძელთა კარს მნიშვნელოვან მატჩში გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია.

გიორგი მამარდაშვილი იქნება პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ესპანეთის თასის ფინალში ითამაშებს. ფინალი 23 აპრილს სევილიაში გაიმართება. ვალენსიას მეტოქე ბეტისსა და რაიო ვალეკანოს შორის გამარჯვებული იქნება.

გიორგი მამარდაშვილი 2021 წლის ზაფხულში ვალენსიამ დინამო თბილისისგან იჯარით წაიყვანა, დეკემბერში კი 1 მილიონ ევროდ გამოისყიდა.