დი კანიო: "ნეიმარი მესიზე უარესია, არაფერ განსაკუთრებულს არ აკეთებს"

ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა, პაოლო დი კანიომ "პარი სენ ჟერმენის" შემტევი, ნეიმარი გააკრიტიკა.
"ნეიმარი მესიზე უარესია. არაფერ განსაკუთრებულს არ აკეთებს და როგორც გასულ თვეში თქვა, 3-თვიანი შვებულების გამო MLS-ში გადასვლა უნდა".
"მსურს განვაცხადო, რომ პატივისცემის გრძნობა უნდა გააჩნდეს და ვფიქრობ, კლუბში პრობლემაა", - ციტირებს დი კანიოს სიტყვებს Sky Sport Italia.
შეგახსენებთ, ნეიმარი "პსჟ"-ს ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს, გუნდს იგი "ბარსელონადან" რეკორდული 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში 30 წლის ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.