ავტორიზაცია

ნეიმარი, რამოსი, მესის ტრიოდან ორს წასვლა უნდა, ერთი დარჩენას გეგმავს — AS

ნეიმარი, რამოსი, მესის ტრიოდან ორს წასვლა უნდა, ერთი დარჩენას გეგმავს — AS
თარიღი 15 Mar 2022, 00:32

დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პარი სენ ჟერმენის" რიგებს რამდენიმე ლიდერი დატოვებს.

ასე და ამგვარად, როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, პარიზიდან აბარგება ნეიმარსა და სერხიო რამოსს სურთ.

ზემოთნახსენები ფეხბურთელები გულშემატკივრების დამოკიდებულებით უკმაყოფილონი არიან. ნეიმარი "ბორდოსთან" (3:0) მატჩის შემდეგ წასვლაზე სერიოზულად დაფიქრდა - "პსჟ"-ს ფანები ბრაზილიელს უსტვენდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. 

გარდა ამისა, 30 წლის სუპერვარსკვლავის გადაწყვეტილებაზე გავლენა შესაძლოა იმ ფაქტმაც მოახდინოს, რომ კლუბი მის შენარჩუნებას არ ეცდება, თუ საინტერესო წინადადებას მიიღებს. მიუხედავად ამისა, პოტენციურ მყიდველებს მისი მაღალი ხელფასი აფრთხობთ.

თავის მხრივ, რამოსი უკმაყოფილო დარჩა არა მხოლოდ გულშემატკივრების მხრიდან მტრული დამოკიდებულებით, არამედ კლუბის სპორტული დირექტორის, ლეონარდოს განცხადებითაც, რომელმაც მიანიშნა, რომ 35 წლის ესპანელის დამატება შეცდომა იყო.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესი კლუბიდან წასვლას არ აპირებს. გასულ ზაფხულს მან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და "პსჟ"-ში დარჩენას მის ამოწურვამდე აპირებს, ერთი ფაქტის გათვალისწინებით - სპორტული და ფინანსური პირობების თვალსაზრისით, სხვა კლუბებს მისთვის "პსჟ"-ზე უკეთესი შეთავაზება არ გაუკეთებიათ.