ავტორიზაცია

სიმეონე მანჩესტერის დამარცხების შემდეგ: "მეორე ტაიმში ბრწყინვალე გუნდური თამაში ვაჩვენეთ"

სიმეონე მანჩესტერის დამარცხების შემდეგ: "მეორე ტაიმში ბრწყინვალე გუნდური თამაში ვაჩვენეთ"
თარიღი 16 მარ 2022, 14:21

"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რის ხარჯზე შეძლო მისმა გუნდმა "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება.

მოგეხსენებათ, მადრიდულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში "ეშმაკუნები" "ოლდ ტრაფორდზე" დაამარცხა (1:0, პირველი მატჩი - 1:1) და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"კმაყოფილი ვარ. ბევრი ადამიანი შრომობს წარმატების მისაღწევად და არასტაბილური შედეგებისგან თავის დაღწევა სურს".

"კონკურენტუნარიანი გუნდი ვიყავით, დაცვიდან თამაშის არ გვრცხვენოდა და ვიცოდით, როგორ უნდა გვემოქმედა შეტევაზე გადასვლისას".

"გოლი თამაშის ხასიათს მთლად არ ემთხვეოდა, მაგრამ თავდაჯერებულობა შეგვმატა - დავრწმუნდით, რომ მეტოქისთვის სირთულეების შექმნა შეგვეძლო".

"წინ გავედით, მეორე ტაიმში კი ბრწყინვალე გუნდური თამაში ვაჩვენეთ, ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ".

"ატლეტიკოს" ყველა ფეხბურთელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, თითოეულმა მათგანმა კარგად ითამაშა", - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Marca.