ავტორიზაცია

ლაპორტამ ბუსკეტსის შემცვლელი შეარჩია, მაგრამ ბარსას მენეჯმენტში ფასის გამო აზრები ორად იყოფა

ლაპორტამ ბუსკეტსის შემცვლელი შეარჩია, მაგრამ ბარსას მენეჯმენტში ფასის გამო აზრები ორად იყოფა
თარიღი 16 მარ 2022, 15:29

როგორც კატალონიური ტელეარხი Beteve იტყობინება, "ბარსელონა" "ვულვერჰემპტონის" ნახევარმცველ რუბენ ნევეშისადმი იჩენს ყურადღებას.

პორტუგალიელის შეძენით პირადად "ბლაუგრანას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტაა დაინტერესებული, რომელიც მას 33 წლის სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად განიხილავს.

პოტენციური ტრანსფერი არანაკლებ 50 მილიონ ევროდ ფასდება, რის გამოც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მენეჯმენტში აზრები ორად იყოფა.

არსებული ცნობით, "ბარსას" ზოგიერთ ხელმძღვანელს 25 წლის ფეხბურთელის ყიდვის აუცილებლობაში ეჭვი ეპარება, კლუბის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ ნევეში "ვულვერჰემპტონში" 2017 წლის ზაფხულიდან ირიცხება, გუნდს იგი "პორტუდან" შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში "მგლების" ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.