ავტორიზაცია

"რომ არა მესი და რონალდუ, რამდენიმე ოქროს ბურთს მოიგებდა", - კიელინიმ ფეხბურთელი გამოარჩია

"რომ არა მესი და რონალდუ, რამდენიმე ოქროს ბურთს მოიგებდა", - კიელინიმ ფეხბურთელი გამოარჩია
თარიღი 16 Mar 2022, 16:08

"იუვენტუსის" კაპიტანი, ჯორჯო კიელინი ფიქრობს, რომ "მილანის" თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი რამდენიმე "ოქროს ბურთს" იმსახურებს.

იტალიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველის აზრით, 40 წლის შვედ სუპერვარსკვლავს არ გაუმართლა, რადგან კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის ეპოქაში თამაშობს.

"ადრე იბრაჰიმოვიჩი ჩემი უძლიერესი მეტოქე იყო", - აცხადებს 37 წლის უკანახაზელი ბრიტანულ გამოცემა The Times-თან ინტერვიუში.

"არ გაუმართლა, რომ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის პერიოდში თამაშობს, რადგან ისინი რომ არა, იბრას რამდენიმე "ოქროს ბურთი" ექნებოდა მოგებული", - დასძინა კიელინიმ.

შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩი ამჟამად "მილანის" ღირსებას იცავს, სადაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 21 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.