პსჟ-ში ნეიმარის მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია — RMC Sport
გაირკვა, თუ რა გეგმები აქვს "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელს, ნეიმარს მომავალთან დაკავშირებით.
ასე და ამგვარად, როგორც ცნობილი ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი იტყობინება, ბრაზილიელს პარიზიდან აბარგება არ უნდა, მიუხედავად ბოლო პერიოდში გავრცელებული არაერთი ჭორისა.
აღსანიშნავია, რომ არც კლუბის ხელმძღვანელობა აპირებს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ 30 წლის სუპერვარსკვლავის გაყიდვას. ამ უკანასკნელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლამდე აკავშირებს.
თუმცა, ნეიმარი გუნდის გულშემატკივრების მხრიდან მისდამი კრიტიკით იმედგაცრუებული და ნაწყენია. არ ესმის, თუ რატომ თვლიან მას ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაში დამნაშავედ.
მიმდინარე სეზონში "პსჟ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.