ავტორიზაცია

ტრიპიერი სიმეონეს შესახებ: "ყოფილა შემოთხვევა, როცა მაშინ დაურეკავს, როცა საწოლში ვიწექი და ვიძინებდი"

ტრიპიერი სიმეონეს შესახებ: "ყოფილა შემოთხვევა, როცა მაშინ დაურეკავს, როცა საწოლში ვიწექი და ვიძინებდი"
თარიღი 16 მარ 2022, 16:54

"ატლეტიკოს" ყოფილმა, ამჟამად კი "ნიუკასლის" მცველმა, კირან ტრიპიერმა ფეხბურთისადმი მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"აღფრთოვანებული ვიყავი მის გუნდში თამაშის შესაძლებლობით და როგორი ემოციურიც მატჩების დროსაა, ისეთია ყოველდღე ვარჯიშზეც. ძალიან ემოციურია, შეპყრობილი".

"ყოფილა შემოთხვევა, როცა მაშინ დაურეკავს, როცა საწოლში ვიწექი და ვიძინებდი. სიგიჟეა, ასეთი რამ არასოდეს მომხდარა ჩემს თავს. იმაზე მელაპარაკებოდა, თუ რისი გაკეთება შემეძლო უკეთესად, მე კი ვცდილობდი დამეძინა".

"შეტყობინებებს მწერდა, მირეკავდა, თამაშზე მესაუბრებოდა, სწორედ ამ მხრივ არის შეპყრობილი. წარმოუდგენელი მწვრთნელია. ემოციური - აი ზუსტი სიტყვა მის აღსაწერად".

"მუდმივად ფეხბურთშია ჩართული. მასზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი გვიჩვენებს, როგორია ყოველდღიურ ცხოვრებაში. წარმოუდგენელი მწვრთნელია და გამიმართლა, რომ მასთან ვმუშაობდი, ბევრი რამ ვისწავლე", - ციტირებს ტრიპიერის სიტყვებს BBC.

შეგახსენებთ, 31 წლის ინგლისელი არგენტინელ სპეციალისტთან ერთად 2019 წლის ივლისიდან 2022 წლის იანვრამდე მუშაობდა.