ავტორიზაცია

კუმანი: "ლაპორტამ ბარსელონადან თვითმფრინავში გამათავისუფლა, ფეხბურთელების თვალწინ"

კუმანი: "ლაპორტამ ბარსელონადან თვითმფრინავში გამათავისუფლა, ფეხბურთელების თვალწინ"
თარიღი 16 მარ 2022, 17:11

"ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ შეიტყო კატალონიური გრანდიდან გათავისუფლების შესახებ.

მოგეხსენებათ, ჰოლანდიელი სპეციალისტი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" სათავეში 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის ოქტომბრამდე ედგა.

"როგორ გამათავისუფლა ჟოან ლაპორტამ? თვითმფრინავში. ჩემთვის მტკივნეულია, რომ ამ დროს ფეხბურთელები ჩემს უკან ისხდნენ, მე კი ლაპორტას გვერდით ვიჯექი".

"ყოველთვის ამბობდა, რომ "ბარსელონას" ლეგენდა ვიყავი, სინამდვილეში კი ჩემი მოშორება უნდოდა", - ციტირებს კუმანის სიტყვებს AS-ი.

შეგახსენებთ, "ბარსელონას" დამრიგებლის თანამდებობაზე 58 წლის ჰოლანდიელის ნაცვლად ხავი დანიშნეს.