ავტორიზაცია

კასანო: "რონალდუ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში არ შედის, შეგვიძლია ინძაგის ან ტრეზეგეს შევადაროთ"

კასანო: "რონალდუ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში არ შედის, შეგვიძლია ინძაგის ან ტრეზეგეს შევადაროთ"
თარიღი 16 მარ 2022, 17:20

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ანტონიო კასანომ განმარტა, თუ რატომ არ თვლის "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.

"მისი 807 გოლის გამო ქედს ვიხრი. მაგრამ კრიშტიანუ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში არ შედის", - ციტირებს ვეტერანის სიტყვებს A Bola.

"საუკეთესო ბომბარდირთა სიაში? დიახ. არის თუ არა უძლიერესი თავდამსხმელი? რა თქმა უნდა. ტიტულებიც აქვს".

"კრიშტიანუ შეგვიძლია ინძაგის ან ტრეზეგეს შევადაროთ. გამორჩეული ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ მოდით, გულახდილები ვიყოთ: ლამაზი ფეხბურთის თამაში სულ სხვა რამეა".

"ფეხბურთელს გოლები არ განსაზღვრავს. ინიესტას 60 გოლიც კი არ გაუტანია, ზიდანმა ასამდე ვერ მიაღწია... მაგრამ ამ გენიოსებმა ფეხბურთის ისტორია შექმნეს", - დასძინა კასანომ.