ავტორიზაცია

კლოპი: "სალაჰის კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაცია არანაირ პრობლემას არ ქმნის, მო ასეთი არ არის"

კლოპი: "სალაჰის კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაცია არანაირ პრობლემას არ ქმნის, მო ასეთი არ არის"
თარიღი 16 მარ 2022, 17:40

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გარემარბ მოჰამედ სალაჰის კონტრაქტთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

"სალაჰის კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაცია არანაირ პრობლემას არ ქმნის. მო ასეთი არ არის", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

"მთლიანად მიმდინარე სეზონზეა კონცენტრირებული, დანარჩენს კი მოგვიანებით განვიხილავთ - მომავალს, აწმყოს...".

"პასუხისმგებელი ადამიანები ურთიერთობენ, ვნახოთ რა მოხდება", - დასძინა მერსისაიდელთა დამრიგებელმა.

29 წლის ეგვიპტელს "ლივერპულთან" კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. აქამდე არსებული ცნობით, იგი კლუბის მიერ შეთავაზებული ახალი პირობებით უკმაყოფილოა.