ავტორიზაცია

ზამერი ჰოლანდსა და სიტიზე: "როცა თანხა დავინახე, შეტევა მქონდა და გავითიშე, ცოლმა მომაბრუნა"

ზამერი ჰოლანდსა და სიტიზე: "როცა თანხა დავინახე, შეტევა მქონდა და გავითიშე, ცოლმა მომაბრუნა"
თარიღი 16 Mar 2022, 17:53

გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, მატიას ზამერი "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის "მანჩესტერ სიტიში" შესაძლო ტრანსფერის ფასით შოკირებულია.

"ვიცი, რომ "სიტი" ჰოლანდისთვის იბრძვის. ეს ყველასათვის ცნობილი ფაქტია", - ციტირებს ბორუსიელთა ექს-კაპიტნის სიტყვებს Westdeutsche Allgemeine Zeitung.

"როცა თანხა დავინახე, შეტევა მქონდა, გონება დავკარგე. ჩემმა ცოლმა მომაბრუნა. ამხელა თანხის დათვლაც კი არ შემიძლია", - დასძინა ზამერმა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "სიტი" ჰოლანდს ყოველკვირეული ხელფასის სახით 500 ათას ფუნტზე მეტს სთავაზობს, რითაც იგი პრემეირ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

მიმდინარე სეზონში 21 წლის სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.