VIDEO: სენსაცია ტურინში — იუვენტუსი ვილიარეალთან განადგურდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის ეგიდით, ტურინის "იუვენტუსმა" "ალიანც სტედიუმზე" "ვილიარეალს" უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება "ბებერმა ქალბატონმა" გამანადგურებელი ანგარიშით დათმო და ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირს გამოეთიშა - 0:3.
უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიში 78-ე წუთზე გაიხსნა - ხერარდ მორენომ "ყვითელი წყალქვეშა ნავი" დააწინაურა.
85-ე წუთზე პაუ ტორესმა სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა და "იუვეს" იმედები პრაქტიკულად დაასამარა.
უნაი ემერის შეგირდები ამით არ გაჩერებულან და საბოლოო შედეგი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე დაფიქსირდა - არნაუ დანიუმამ ვოიცეხ შესნის კარი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან აიღო.
ორი მატჩის ჯამში "ვილიარეალმა" 4:1 იმარჯვა, ესპანეთში გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.