ავტორიზაცია

VIDEO: ჩელსი 1/4 ფინალში მარტივად გავიდა — მოქმედმა ჩემპიონმა ლილს საპასუხო მატჩიც მოუგო

თარიღი 17 მარ 2022, 02:00

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის ეგიდით, "ლილმა" შინაურ კედლებში "ჩელსის" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "არისტოკრატთა" გამარჯვებით დასრულდა და ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში ლონდონური კლუბი ითამაშებს - 1:2.

შეხვედრაში ანგარიში 38-ე წუთზე ფრანგული გუნდის თავდამსხმელმა, ბურაკ ილმაზმა გახსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა.

ტომას ტუხელის შეგირდებმა წონასწორობის აღდგენა პირველივე ნახევარში მოახერხეს - მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე თავი კრისტიან პულიშიჩმა გამოიჩინა.

საბოლოო შედეგი "ჩელსის" კაპიტანმა, სესარ ასპილიკუეტამ დააფიქსირა. ესპანელმა მცველმა მეტოქის კარი 71-ე წუთზე აიღო.

ორი მატჩის ჯამში "არისტოკრატებმა" 4:1 იმარჯვეს, ლონდონში "ჩელსიმ" 2:0 მოიგო.