კარაგერი: "ევერტონის ფეხბურთელები სამარცხვინოები არიან"
"ლივერპულის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა "ევერტონის" ფეხბურთელები გააკრიტიკა და სამარცხვინოები უწოდა.
"ევერტონთან" დაკავშირებით, მთელი საქმე იმაშია, რომ სამარცხვინო მოთამაშეები ჰყავს", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს Sky Sports-ი.
"შეგვიძლია ვისაუბროთ ფრენკზე (ლამპარდი), შეგვიძლია ვისაუბროთ რაფაზე (ბენიტესი). სტილის მხრივ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მწვრთნელები არიან. რაფა ბენიტესს შეგვიძლია დაცვითი მწვრთნელი ვუწოდოთ. მისი გუნდი დაცვაში იჯდა და სხვა გუნდებს თამაშის საშუალებას აძლევდა, ფრენკი კი - პირიქით".
"რაფას ხელმძღვანელობის ქვეშ ნაჩვენებ თამაშს შეგვიძლია მოსაწყენი ვუწოდოთ, ნამდვილად მოსაწყენი იყო, "გუდისონზე" ატმოსფერო ვერ შექმნა. ფრენკთან ერთად გუნდი პრესინგს მიმართავს, შეტევას ცდილობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც საშინელი შედეგები აქვთ".
"მათ ჰყავდათ კარლო ანჩელოტი, რაფა ბენიტესი, რონალდ კუმანი, მარკუ სილვა... ყველა ის სპეციალისტი გადაიბირეს, რომლებზეც გიფიქრიათ. "მანჩესტერ იუნაიტედში" არსებულ სიტუაციას ჰგავს, სადაც როგორი მწვრთნელიც არ უნდა დანიშნო, მაინც არაფერი გამოდის".
"ევერტონის" ფეხბურთელები სამარცხვინოები არიან, მართლა ასეა", - დასძინა კარაგერმა.