ავტორიზაცია

სალაჰს ლივერპულთან მოლაპარაკებები ჩაეშალა, რამდენად რეალურია ბარსელონაში ტრანსფერი?

სალაჰს ლივერპულთან მოლაპარაკებები ჩაეშალა, რამდენად რეალურია ბარსელონაში ტრანსფერი?
თარიღი 17 მარ 2022, 16:09

"ლივერპული" თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰს ახალ კონტრაქტზე ვერა და ვერ უთანხმდება, იუწყება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები ჩაიშალა და ახლა ყველაფერი ინგლისური კლუბის მომდევნო ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

როგორც აღინიშნება, მიუხედავად ამისა, 29 წლის ეგვიპტელი ამჟამად მხოლოდ მერსისაიდელთა რიგებში ასპარეზობაზეა კონცენტრირებული.

სალაჰს "ლივერპულიდან" მომავალ ზაფხულს წასვლა არა უნდა. მისი კონტრაქტი 2023 წლამდეა ძალაში, რაც კლუბის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვების შესაძლებლობას აძლევს.

რაც შეეხება "ბარსელონას" მხრიდან არსებულ ინტერესს, იწერება, რომ ლა ლიგის კლუბში გადასვლა მოს სამომავლო გეგმებში არ შედის.

მიმდინარე სეზონში სალაჰმა ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასიც გააკეთა.