რა რეაქცია ჰქონდა მბაპეს პსჟ-ს ფანების მხრიდან მესისა და ნეიმარის მიმართ სტვენაზე?
"პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე საფრანგეთის ჩემპიონატის ეგიდით "ბორდოსთან" (3:0) გამართულ მატჩში გულშემატკივართა საქციელით იმედგაცრუებული დარჩა.
როგორც გავლენიანი გამოცემა L’Équipe იტყობინება, პარიზელთა ფორვარდი ლიონელ მესისა და ნეიმარის მიმართ სტვენამ აღაშფოთა.
მბაპე "პსჟ"-ს ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ბურთთან ყველა შეხებაზე გულშემატკივრები ტაშს უკრავდნენ. მიუხედავად ამისა, კილიანი თანაგუნდელების მიმართ ფანების საქციელმა ძალიან გაანაწყენა.
23 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის აზრით, "რეალთან" მთელი გუნდი დამარცხდა და არა რამდენიმე ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, "პარი სენ ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ შეხვედრაში მადრიდულ გრანდთან სტუმრად 1:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.