ავტორიზაცია

აზარის შეძენა პრემიერ ლიგის ორ კლუბს სურს, თუმცა თავად ბელგიელს სხვა გეგმები აქვს

აზარის შეძენა პრემიერ ლიგის ორ კლუბს სურს, თუმცა თავად ბელგიელს სხვა გეგმები აქვს
თარიღი 17 მარ 2022, 16:50

"რეალის" თავდამსხმელი, ედენ აზარი შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში დაბრუნდეს, წერენ ესპანურ და ბრიტანულ პრესაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელის ხელში ჩაგდება "არსენალს" სურს, მხარეებს შორის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე კონტაქტი უკვე შედგა. გარდა ამისა, 31 წლის შემტევისადმი ინტერესს "ნიუკასლიც" იჩენს.

თუმცა, თავად აზარს "სამეფო კლუბიდან" წასვლა არ უნდა და მომავალ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლას აპირებს. მიუხედავად ამისა, მადრიდული გრანდი მზადაა იგი გაყიდოს.

ედენი "რეალში" 2019 წლიდან ასპარეზობს, იქამდე კი შვიდი სეზონი პრემიერ ლიგაში გაატარა, სადაც "ჩელსის" ღირსებას იცავდა.

მიმდინარე სეზონში აზარმა ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.