ავტორიზაცია

ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო — გერმანელი ჟურნალისტი

ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო — გერმანელი ჟურნალისტი
თარიღი 17 მარ 2022, 17:22

"ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი მზად არის ზაფხულში მიუნხენური გრანდის რიგები დატოვოს.

ნორვეგიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, ამჟამად კი ჟურნალისტმა, იან-ოგე ფიორტოფტმა განაცხადა, რომ პოლონელს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილის შეცვლა უნდა.

"რეკორდმაისტერი" 33 წლის ფორვარდის შემცვლელად "დორტმუნდის" ლიდერის, ერლინგ ჰოლანდის დამატებას გეგმავს, დაამატა ფიორტოფტმა Sky Sport-ის ეთერში.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბაიერნს" ლევანდოვსკისთვის ახალი კონტრაქტი ჯერ კიდევ არ შეუთავაზებია, მისი მაღალი ხელფასისა და ჰოლანდის პოტენციური ტრანსფერის გამო.

აღსანიშნავია, რომ 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის ხელში ჩაგდებისთვის "რეალი", "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტიც" იბრძვიან.

ცნობისთვის, ლევანდოვსკის მიუნხენელებთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.