ავტორიზაცია

სქოულზი: "არ მესმის, როგორ აირჩიეს მანჩესტერის მწვრთნელად რანგნიკი"

სქოულზი: "არ მესმის, როგორ აირჩიეს მანჩესტერის მწვრთნელად რანგნიკი"
თარიღი 17 მარ 2022, 17:33

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, მანიკუნიანელები ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში "ატლეტიკოსთან" (0:1, პირველი მატჩი - 1:1) დამარცხდნენ.

"არ მესმის, როგორ აირჩიეს რალფ რანგნიკი ამ კლუბის მთავარ მწვრთნელად", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს BBC.

"ამ გუნდისთვის შესაფერისი მენეჯერის პოვნა ყველაზე მნიშვნელოვანია. გუნდში ნამდვილად ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ".

"ამ გუნდის შესაფერისი მწვრთნელის პოვნა - კლუბს პირველ რიგში ეს ჭირდება, რათა ლიგის მოგებას ცოტათი მაინც მიუახლოვდეს", - დასძინა სქოულზმა.

შეგახსენებთ, რანგნიკმა "მანჩესტერ იუნაიტედი" 2021 წლის დეკემბერში ჩაიბარა და მიმდინარე სეზონის ბოლომდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.