ავტორიზაცია

მაგუაირი: "მანჩესტერ იუნაიტედის გასახდელში არანაირ პრობლემას არ აქვს ადგილი"

მაგუაირი: "მანჩესტერ იუნაიტედის გასახდელში არანაირ პრობლემას არ აქვს ადგილი"
თარიღი 17 მარ 2022, 17:42

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი, ჰარი მაგუაირი გუნდის გასახდელში არსებული უთანხმოებების თაობაზე გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

"ემიუს" გასახდელში არავითარ პრობლემას არ აქვს ადგილი. ამ კლუბზე ყოველთვის რაღაცას წერენ, მედიის მხრიდან ყურადღება ყოველთვის მაღალია და ამას შედეგებთან არანაირი კავშირი არ აქვს".

"ჩვენს გუნდს მეტი შეუძლია. უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. კლუბისა და გულშემატკივრების წინაშე ვალში ვართ. ჩვენ, ფეხბურთელებმა, საკუთარ თავებს უნდა მივხედოთ".

"ატლეტიკოსთან" ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მთელი სეზონია საკმარისად კარგად ვერ ვმოქმედებთ", - ციტირებს მაგუაირის სიტყვებს Manchester Evening News-ი.

მოგეხსენებათ, მანიკუნიანელები ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში "ატლეტიკოსთან" (0:1, პირველი მატჩი - 1:1) დამარცხდნენ.