ფავორიტები სიტი და რეალი არიან — რომელ კლუბს ანიჭებს ჰოლანდი უპირატესობას?
"დორტმუნდის" თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა კონტრაქტთან დაკავშირებული მოთხოვნები წამოაყენა.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Cadena SER-ი იტყობინება, 21 წლის ნორვეგიელის გადაბირების მთავარი პრეტენდენტები "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" არიან.
ჰოლანდმა თავის აგენტს, მინო რაიოლას აცნობა, რომ თუ ამ კლუბების წინადადებები ფინანსურად ერთმანეთის მსგავსი იქნება, მაშინ უპირატესობას მადრიდელებს მიანიჭებს, რადგან ესპანეთში სურს თამაში.
გარდა ამისა, ერლინგს მოკლევადიანი ხელშეკრულების გაფორმება უნდა, რომელიც არაუმეტეს სამ წელზე იქნება გათვლილი. ეს იმას უკავშირდება, რომ ძალიან მალე მისი სატრანსფერო ფასი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.
როგორც აღინიშნება, "რეალში" ახალგაზრდა ფორვარდის ტრავმიანობა არ აღელვებთ. კლუბში ესმით, რომ ნორვეგიელი ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაა და ტრავმებისკენ მიდრეკილი არ არის, როგორც ედენ აზარი ან გარეტ ბეილი, მაგალითად.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "სიტი" ჰოლანდს კვირაში 500 ათას ფუნტიან ხელფასს ჰპირდება, რაც მას პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.