ვინ გაწვრთნის მანჩესტერ იუნაიტედს? — ეშმაკუნების სიაში 5 ტოპ სპეციალისტია
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს და კანდიდატთა სია შეადგინა, იტყობინება ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
ასე და ამგვარად, "ეშმაკუნების" სამიზნეთა შორის შემდეგი სპეციალისტები არიან:
ტომას ტუხელი ("ჩელსი"), ხულენ ლოპეტეგი ("სევილია"), მაურისიო პოჩეტინო ("პსჟ"), ერიკ ტენ ჰაგი ("აიაქსი") და ლუის ენრიკე (ესპანეთის ნაკრები).
როგორც აღინიშნება, ყველაზე რთულად ენრიკეს ვარიანტი მიიჩნევა, რადგან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე "ფურია როხას" დატოვებას არ აპირებს, "ემიუს" კი სურს, რომ ახალი მწვრთნელი მუშაობას მომავალი სეზონიდან შეუდგეს.
მოგეხსენებათ, "იუნაიტედმა" გასული წლის ნოემბერში ოლე-გუნარ სოლსკიაერი დაითხოვა. ამჟამად გუნდს რალფ რანგნიკი უდგას სათავეში, რომელსაც კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება.