"არც პოჩეტინო და არც ტენ ჰაგი", - პოლ სქოულზმა მანჩესტერ იუნაიტედს ორი სხვა მწვრთნელი ურჩია
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა კლუბის ხელმძღვანელობას ახალი მთავარი მწვრთნელის თაობაზე რჩევა მისცა.
"ვფიქრობ, "ემიუს" ტიტულებისთვის იმიტომ ვეღარ იბრძვის, რომ ელიტური მწვრთნელი არ ჰყავს. კარგი შემადგენლობაა, რამდენიმე ტოპ ფეხბურთელთან ერთად, მაგრამ გუნდს ბოლო 3-4 წელია ელიტური მენეჯერი არ ჰყოლია".
"საჭიროა მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებში შიშს ჩანერგავს. ალექს ფერგიუსონი იყო ასეთი, მის შემდეგ კი რომელი მწვრთნელი ფლობდა ასეთ თვისებას? ეს მენეჯერებისთვის განსაკუთრებული ტალანტია".
"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელები გვარდიოლას ხელმძღვანელობით, "ლივერპულის" მოთამაშეები კლოპის მეთაურობით - მათ სადავეები ხელიდან არასოდეს გაექცევათ. "ემიუს" ფეხბურთელებს ბოლო 2-3 წელია მკვლელობებს პატიობენ".
"არც პოჩეტინო და არც ტენ ჰაგი, კონტეს ან ტუხელს მოვიწვევდი კლუბში", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს Manchester Evening News-ი.
მოგეხსენებათ, ანტონიო კონტე ამჟამად "ტოტენჰემს" წვრთნის, ხოლო ტომას ტუხელი "ჩელსის".