ავტორიზაცია

"ყველაფერი, რასაც აკეთებს, კატასტროფაა", - სქოულზმა მანჩესტერის ფეხბურთელი გააკრიტიკა

"ყველაფერი, რასაც აკეთებს, კატასტროფაა", - სქოულზმა მანჩესტერის ფეხბურთელი გააკრიტიკა
თარიღი 17 მარ 2022, 19:56

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი, პოლ სქოულზი უკმაყოფილოა იმით, რომ "ეშმაკუნების" კაპიტანი, ჰარი მაგუაირი კვლავ სასტარტო შემადგენლობის მწვრთნელია.

მოგეხსენებათ, მანიკუნიანელთა მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოსთან" (0:1, პირველი მატჩი - 1:1) გამართული საპასუხო 1/8 ფინალური შეხვედრის ძირითად თერთმეტეულში დააყენა, ვიქტორ ლინდელოფი კი თადარიგში დატოვა.

"მწვრთნელი მას მაინც ენდობა, კვლავ აყენებს ძირითადში. რას ამბობს ეს ლინდელოფის ამჟამინდელ ფორმაზე? აი, რა მაწუხებს".

"ლინდელოფი ნორმალურად თამაშობს, როცა მოედანზეა. საიმედოდ, აკურატულად, განსაკუთრებულ შეცდომებს არ უშვებს".

"არის განცდა, რომ ყველაფერი, რასაც მაგუაირი აკეთებს, ნამდვილი კატასტროფაა", - ციტირებს სქოულზის სიტყვებს Manchester Evening Standard-ი.