ავტორიზაცია

მათეუსი: "ბაიერნის ხელმძღვანელობა ლევანდოვსკის მიმართ უპატივცემულოდ იქცევა"

მათეუსი: "ბაიერნის ხელმძღვანელობა ლევანდოვსკის მიმართ უპატივცემულოდ იქცევა"
თარიღი 17 მარ 2022, 20:03

"ბაიერნის" ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა უპატივცემულობა უწოდა იმ ფაქტს, რომ კლუბს რობერტ ლევანდოვსკისთვის ახალი კონტრაქტი ჯერ კიდევ არ შეუთავაზებია.

33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავს "რეკორდმაისტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლამდე აკავშირებს.

"თუ კლუბი ლევანდოვსკის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ არ დაკავშირებია, მაშინ ამას უპატივცემულობად ვთვლი. ული ჰიონესის ან რუმენიგეს დროს ეს წარმოუდგენელი იქნებოდა".

"ბაიერნს" შეუძლია თავი იღბლიანად ჩათვალოს და გაუმართლა, რომ რობერტ ლევანდოვსკის ბრწყინვალე ხასიათი აქვს და ნამდვილი პროფესიონალია. ყველაფერზე ხელს არ ჩაიქნევს".

"წინ არაფერი მიდის და ამით გაკვრივებული ვარ. შეუძლებელია ყველა საქმე გადადო და დაელოდო იმას, თუ რა მოხდება", - ციტირებს მათეუსის სიტყვებს Bild-ი.