ევრა: "ფეხბურთელები პსჟ-სა და მანჩესტერ იუნაიტედში ფულის გამო გადადიან"

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ განაცხადა, რომ ფეხბურთელები "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "პსჟ"-ში მხოლოდ ფულის გამო გადადიან.
"მანჩესტერ იუნაიტედში" მოთამაშეები ფულის გამო გადადიან და არა ისტორიის. "პსჟ"-საც ფულის გამო ირჩევენ და იმისთვის, რათა ლამაზ ქალაქში იცხოვრონ".
"ამიტომაც, ვლოცულობ, რომ "იუვენტუსმა" თავისი მენტალიტეტი და მიმზიდველობა შეინარჩუნოს".
"ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც ვლაჰოვიჩი და ლოკატელი არიან, "იუვენტუსი" იქამდეც უყვარდათ, სანამ ტურინში გადაბარგდებოდნენ. ეს უნდა შენარჩუნდეს".
"ფეხბურთში ყველაფერს ფული აფუჭებს", - განუცხადა ევრამ Amazon Prime Italia-ს.