ავტორიზაცია

"ჩემს დროს იყვნენ პირლო, მარკიზიო და ვიდალი, ახლა კი არტურია", - ევრა იუვენტუსის ნახევარდაცვაზე

"ჩემს დროს იყვნენ პირლო, მარკიზიო და ვიდალი, ახლა კი არტურია", - ევრა იუვენტუსის ნახევარდაცვაზე
თარიღი 17 Mar 2022, 10:53

პატრის ევრამ "იუვენტუსი" "ვილიარეალთან" დამარცხების გამო გააკრიტიკა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში იტალიურმა გუნდმა შინ 0:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

პირველი თამაში ფრედ (1:1) დასრულდა. "ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც იუვემ აჩვენა დღეს. როგორც ჩანს, ალეგრი საოცრებებს ახდენს იმ რესურსით, რაც აქვს.

გუნდს არ აქვს კლასი, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. ჩემთან ერთად იყვნენ მარკიზიო, ვიდალი, პირლო, ახლა კი არტური არის. არა მგონია, მან ერთი პასი მაინც თუ გააკეთა, რომელიც თამაშს შეცვლიდა.

ის არ აკეთებს სხვაობას",  – განაცხადა "იუვენტუსის" ყოფილმა მცველმა Amazon Prime Italia-ზე. შეგახსენებთ, "იუვენტუსი" მერვედფინალს ზედიზედ მესამედ ვერ გაცდა.