ავტორიზაცია

არც რეალი, არც ბარსელონა — სად გადავა ჰოლანდი დორტმუნდის ხელმძღვანელთა აზრით?

არც რეალი, არც ბარსელონა — სად გადავა ჰოლანდი დორტმუნდის ხელმძღვანელთა აზრით?
თარიღი 17 Mar 2022, 20:35

"დორტმუნდში" ფიქრობენ, რომ გუნდის თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს.

ჟურნალისტ კრისტიან ფალკის ინფორმაციით, ბორუსიელთა ხელმძღვანელების აზრით, 21 წლის ნორვეგიელმა "სიტისთან" შეთანხმებას მიაღწია.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ქალაქელები" ჰოლანდს კვირაში ხელფასის სახით 500 ათას ფუნტს სთავაზობენ, რაც მას პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.

ცნობისთვის, ერლინგს "დორტმუნდთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა ხელშეკრულებაში დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც მომავალ ზაფხულს მისი შესყიდვა ნებისმიერ მსურველ კლუბს 75 მილიონ ევროდ შეეძლება.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.