ავტორიზაცია

კონტე: "კეინი კარიერაში რაღაცის მოგებას იმსახურებს, რადგან ფანტასტიკური ფეხბურთელია"

კონტე: "კეინი კარიერაში რაღაცის მოგებას იმსახურებს, რადგან ფანტასტიკური ფეხბურთელია"
თარიღი 18 მარ 2022, 11:42

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ გუნდის ლიდერის, ჰარი კეინის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, "დეზების" 28 წლის თავდამსხმელი გასვლით მატჩებში გატანილი ბურთების რაოდენობით პრემიერ ლიგის რეკორდსმენი გახდა - მის აქტივში 95 გოლია.

"გახარებული ვარ მის გამო, რადგან ყველა მატჩში ბევრი საგოლე მომენტი აქვს. მსოფლიო დონის ისეთი ფორვარდისთვის, როგორიც ის არის, იმ გუნდში თამაში, სადაც გოლების გატანა შეუძლია... ამისგან სიამოვნებას იღებს".

"ვფიქრობ, კარიერაში რაღაცის მოგებას იმსახურებს, რადგან ფანტასტიკურ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს ბრიტანული მედია.

მიმდინარე სეზონში კეინმა ყველა ტურნირზე ერთად "ტოტენჰემის" მაისურით 40 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასიც მიითვალა.