დრო იწურება — ცნობილია, როდემდე შეუძლიათ მსურველ კლუბებს ჰოლანდის შეძენა 75 მლნ ევროდ
"დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის გამოსასყიდი თანხის პუნქტის მოქმედების ვადა იწურება.
მოგეხსენებათ, 21 წლის ნორვეგიელის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობის თანახმად, პოტენციურ მყიდველს მისი შეძენა 75 მილიონ ევროდ შეუძლია.
როგორც გავლენიანი გამოცემები Marca და Bild-ი იუწყებიან, ეს პუნქტი მიმდინარე წლის 30 აპრილამდე მოქმედებს.
იმ შემთხვევაში, თუ ამ დროში ფორვარდი ვერავინ იყიდა, ბორუსიელები მის სანაცვლოდ ბევრად მეტს მოითხოვენ.
ბოლო პერიოდში ჰოლანდის გადაბირების მთავარ პრეტენდენტებად "მანჩესტერ სიტი", "რეალი" და "ბარსელონა" მოიაზრებოდნენ.
მიმდინარე სეზონში ერლინგმა ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.