ავტორიზაცია

ხავი გალათასარაის დამარცხების შემდეგ: "ქამბექი ასეთ რთულ მოედანზე... ჩინებული მატჩი ჩავატარეთ"

ხავი გალათასარაის დამარცხების შემდეგ: "ქამბექი ასეთ რთულ მოედანზე... ჩინებული მატჩი ჩავატარეთ"
თარიღი 18 მარ 2022, 13:34

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა ევროპა ლიგის 1/4 ფინალში გასვლაზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, კატალონიურმა გრანდმა მერვედფინალში თურქული "გალათასარაი" ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა.

"ხასიათი გამოვავლინეთ, ჩინებული მატჩი ჩავატარეთ. ქამბექი ასეთ რთულ მოედანზე... კარგი გუნდია. ძალიან კარგად იცავდნენ თავს, პირველი შეხვედრის მსგავსად. ვხვდებოდით, როდის უნდა შეგვეტია. საერთო ჯამში, ყველაფერი ძალიან კარგად გამოვიდა, ფეხბურთელების გამო გახარებული ვარ. ძალიან რთულ სტადიონზე ვიმარჯვეთ".

"მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში სწრაფად გავათანაბრეთ. ზეწოლას ვახდენდით, სიმშვიდეს და მოთმინებას ვინარჩუნებდით. ანგარიშს შეიძლება არასაკმარისად დიდი ეწოდოს. მატჩის ბედის გადაწყვეტა ადრევე შეგვეძლო".

"არ ვიცით, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, ასეთ მატჩებში თამაშის გამოცდილება არ გვაქვს... მაგრამ შთაგონებულები ვართ. 1/4 ფინალში ვართ და ეს ევროთასია. კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით, რომელიც განვითარების გაგრძელების საშუალებას იძლევა".

"კარგი პერიოდი გვაქვს, დიდი ხანია არ წაგვიგია. "ბერნაბეუზე" მივემგზავრებით. "რეალი" ძლიერია, მაგრამ ვიბრძოლებთ", - განაცხადა "ბარსელონას" მწვრთნელმა Movistar Plus-თან ინტერვიუში "გალათასარაის" (2:1) დამარცხების შემდეგ.

შეგახსენებთ, "რეალი" და "ბარსელონა" ერთმანეთს 20 მარტს, "სანტიაგო ბერნაბეუზე", ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის ეგიდით დაუპირისპირდებიან. "ელ კლასიკო" თბილისის დროით 23:59 საათზე აიღებს სტარტს.