ავტორიზაცია

პედრი გალათასარაისთან მატჩზე: "ასეთ სტადიონზე არასოდეს მითამაშია, სიგიჟე იყო"

პედრი გალათასარაისთან მატჩზე: "ასეთ სტადიონზე არასოდეს მითამაშია, სიგიჟე იყო"
თარიღი 18 მარ 2022, 14:05

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, პედრიმ ევროპა ლიგის 1/8 ფინალში "გალათასარაის" (2:1, პირველი მატჩი - 0:0) დამარცხების შემდეგ განცხადება გააკეთა.

"ვფიქრობ, "კამპ ნოუზე" ასეთ შედეგს არ ველოდით. აქ თამაში კი რთულია. არასოდეს მითამაშია სტადიონზე, სადაც ასეთი ძლიერი ზეწოლაა. სიგიჟეა. სწრაფი გოლი თამაშში უკეთესად ჩართვაში გეხმარება".

"ვნახოთ, ვინ შეგვხვდება კენჭისყრის შედეგად, მაგრამ ჩემი აზრით, "ბარსა" ევროპა ლიგის ფავორიტია".

"ვთამაშობთ ფეხბურთს, რომელიც მოგვწონს და სიამოვნებას ვიღებთ. ვიმედოვნებ, ტიტულის მოგებას შევძლებთ", - ციტირებს 19 წლის ესპანელის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრა დღეს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.