ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია!

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია!
თარიღი 18 Mar 2022, 15:14

ცნობილი გახდა ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები.

შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული კენჭისყრის შედეგად, მეოთხედფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

"ჩელსი" — "რეალი"

"მანჩესტერ სიტი" — "ატლეტიკო"

"ვილიარეალი" — "ბაიერნი"

"ბენფიკა" — "ლივერპული"

როგორც ხედავთ, მეოთხედფინალში გასული წლის ნახევარფინალურ დაპირისპირებას ვიხილავთ - მოქმედი ჩემპიონი, ლონდონის "ჩელსი" მადრიდის "რეალს" შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ პირველი 1/4 ფინალური მატჩები 5 და 6 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 12 და 13 აპრილს.

მორიგი სუპერმატჩების მოლოდინში: ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პოტენციური წყვილებიც გაირკვა!