ავტორიზაცია

მორიგი სუპერმატჩების მოლოდინში: ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პოტენციური წყვილებიც გაირკვა!

მორიგი სუპერმატჩების მოლოდინში: ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პოტენციური წყვილებიც გაირკვა!
თარიღი 18 Mar 2022, 15:37

ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში 2021/22 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის გარდა, 1/2-ფინალური ეტაპის წილისყრაც შედგა.

მოგეხსენებათ, 1/4 ფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

"ჩელსი" — "რეალი"

"მანჩესტერ სიტი" — "ატლეტიკო"

"ვილიარეალი" — "ბაიერნი"

"ბენფიკა" — "ლივერპული"

ხოლო 1/2 ფინალში ერთმანეთს შემდეგი წყვილების გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან:

"მანჩესტერ სიტი" / "ატლეტიკო" — "ჩელსი" / "რეალი"

"ბენფიკა" / "ლივერპული" — "ვილიარეალი" / "ბაიერნი"

ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში ნომინალური მასპინძელი "ბენფიკა"-"ლივერპული"-"ვილიარეალი"-"ბაიერნის" კვარტეტიდან საუკეთესო იქნება.

პირველი ნახევარფინალური მატჩები 26 და 27 აპრილს, ხოლო საპასუხოები - 3 და 4 მაისს. 

რაც შეეხება ფინალს, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი დაპირისპირება 28 მაისს, "სტად დე ფრენსზე" შედგება.